პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე გრიგოლ ლილუაშვილს მოუსმინეს.
უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ნდობის ჯგუფს 2022 წელს განხორციელებული საიდუმლო საქმიანობისა და სპეციალური პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, ისაუბრა უსაფრთხოების გარემოსა და ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების და გამოწვევების პრევენციისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე.