სანქცირებული მოსამართლეები - საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა

07 აპრილი 2023, 12:04 708 ნახვა

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მოსამართლეების სანქცირების შესახებ, ისევ შეფასებების საგანია. საქართველოს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს პოლიტიკური პარტიები კვლავ ითხოვენ.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პარლამენტი ერთადერთი ორგანოა, რომელიც შეძლებს გამოიძიოს და შეისწავლოს სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.

მმართველ გუნდში კი მოთხოვნას პოლიტიკურ სპეკულაციად აფასებენ. ოპოზიცია ფიქრობს, რომ კომისიას მმართველი გუნდი თვითონ შექმნის, რაც საზოგადოების  დაცინვა იქნება.

სასამართლოში არსებული კორუფციის შესასწავლად საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით პარლამენტს დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფმაც  მიმართა.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი