სალომე ზურაბიშვილი კელი დეგნანს შეხვდება 

07 აპრილი 2023, 12:06 653 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს პირველად შეხვდება. წინასწარი დეტალები უცნობია. სალომე ზურაბიშვილს ამ დრომდე არ გაუჟღერებია პოზიცია მოსამართლეების სანქცირების საკითხზე.

კელი დეგნანმა აღნიშნულ თემაზე უკვე ისაუბრა სატელევიზიო ეთერში და განმარტა, რომ სავიზო სანქციები დაფუძნებულია ინფორმაციაზე, რომელიც საჯაროდაა ხელმისაწვდომი. ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს შეუძლია ნებისმიერ ინფორმაციასა თუ ბრალდებაზე დაყრდნობით დაიწყოს გამოძიება.

ელჩის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან არასდროს განხორციელებულა ზეწოლა მოსამართლეზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი