სანქცირებული მოსამართლეები

06 აპრილი 2023, 20:10 557 ნახვა

საპარლამენტო ოპოზიცია კორუფციის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შესახებ ინიცირებული კანონპროექტის კენჭისყრაზე დაყენებას ითხოვს, ამისთვის კი პრეზიდენტს მიმართავენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა  მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა.ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტი,რომელიც ასევე იქნება პოლიტიკური ტესტი თითოეული დეპუტატისთვის ,ვინც მხარს დაუჭერს, ან პირიქით. რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას,  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ  შეიძლება თავად იყვნენ საგამოძიებო კომისიის ინიციატორები,თუ არ იარსებებს სხვა მექანიზმი, რათა ყველაფერი იყოს საჯარო. საგარეო საქმეთა მინისტრი კი ენტონი ბლინკენს წერილს უგზავნის,  წერილში ილია დარჩიაშვილი ფაქტს გაუგებარს და მიუღებელს უწოდებს, შეერთებული შტატების მხრიდან კი შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენას ითხოვს.როდის იმსჯელებს მმართველი გუნდი საკითხზე, რას ამბობს ოპოზიცია სანქცირებულ მოსამართლეებზე და როგორია შეფასებები საქართველოში, ვნახოთ რეპორტაჟი.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი