სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სპორტული კვირეული ჰქონდა ხელვაჩაურის რესურსცენტრს.24 მარტიდან დღემდე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სკოლების მოსწავლეები ერთმანეთს სპორტის სხვადასხვა სახეობაში ეჯიბრებოდნენ. დღეს სალიბაურის საჯარო სკოლაში მხიარული სტარტები ჩატარდა და გამოვლინდნენ გამარჯვებულები. პირველ ადგილზე გასული სკოლის გუნდს გარდამავალი თასი გადაეცა, დანარჩენს კი სიგელები. სპორტული კვირეულის შემაჯამებელ ღონისძიებას აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი ესწრებოდა.