აშშ-ის სანქციები ქართველ მოსამართლეებს - პოლიტიკური შეფასებები

06 აპრილი 2023, 15:02 742 ნახვა

საპარლამენტო ოპოზიცია კორუფციის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შესახებ ინიცირებული კანონპროექტის კენჭისყრაზე დაყენებას ითხოვს, ამისთვის კი პრეზიდენტს მიმართავენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა მოიწვიოს რიგგარეშე სხდომა.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი  პოლიტიკური აქტი, რომელიც ასევე  იქნება პოლიტიკური ტესტი თითოეული დეპუტატისთვის, ვინც მხარს დაუჭერს, ან პირიქით.  

ხელისუფლების ოპონენტების აზრით, მაშინ, როცა კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება სწორედ მართლმსაჯულების სისტემაა,  აუცილებელია უკვე რეგისტრირებული კომისიის მხარდაჭერა. 

როგორც უკვე გითხარით, ეს ოპოზიციის პოზიციაა ვაშინგტონის გადაწყვეტილების შემდეგ. 

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი