ლევან კობიაშვილი უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს

05 აპრილი 2023, 16:29 1075 ნახვა

ლისაბონში გამართულ უეფას 47-ე კონგრესზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს.

სფფ-ის პრეზიდენტი გახდა პირველი ქართველი, რომელიც უეფას აღმასრულებელ კომიტეტში იმუშავებს. ლევან კობიაშვილმა 40 ხმა მიიღო. უეფას 47-ე კონგრესის ფარგლებში ასევე გაიმართა ორგანიზაციის პრეზიდენტის არჩევნები. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის პრეზიდენტად ერთადერთი კანდიდატი ალექსანდრ ჩეფერინი მესამე ვადით აირჩიეს. უეფას პრეზიდენტი, ისევე როგორც აღმასრულებელი კომიტეტის წევრები, 4 წლის ვადით აირჩიეს.

უეფას კონგრესის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ, ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა და ვიცე-პრეზიდენტმა აკაკი ალდაშვილმა.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი