პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსა და იტალიას შორის. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და იტალიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს - პოლიტიკის, ეკონომიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში.
ასევე განიხილეს 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობა და ამ მხრივ საქართველოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები.
საუბარი შეეხო საქართველოს ნატოში ინტეგრაციასა და ვილნიუსის სამიტის მზადების პროცესს.