სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა მიხეილ სააკაშვილზე - პოლიტიკური გამოხმაურებები

05 აპრილი 2023, 11:51 611 ნახვა

კონსილიუმი გაცდა იმ მანდატს, რაც თავიდან ჰქონდა მინიჭებული  და მისდამი ნდობა ნაკლებია - ასეთია ''ქართული ოცნების'' პოზიცია. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ შექმნილი ვითარება  სააკაშვილის მიერ საერთაშორისო დონეზე დადგმული სპექტაკლია, რადგან მან  წონაში ხელოვნურად, მიზანმიმართულად დაიკლო.

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა პირდაპირი სიგნალია, რომ მესამე პრეზიდენტი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ.

შეგახსენებთ, სახალხო დამცველის კონსილიუმმა დასკვნა გუშინ გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება სარკოპენია, კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე მე-4 სტადია, გონებრივი ფუნქციების მნიშვნელოვანი დაქვეითება, დეპრესია.

დოკუმენტში ასევე მითითებულია, რომ წონის მეტი კლების შედეგად ის საწოლზე მიჯაჭვული გახდება, რადგანაც მთლიანად განლეული ექნება ქვედა კიდურების კუნთები და სისუსტის გამო ვერ შეძლებს მოძრაობას.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი