სახალხო დამცველის კონსილიუმის მორიგი დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.მედიკოსების შეფასებით მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება სარკოპენია, კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე , მე-4 სტადია, გონებრივი ფუნქციების მნიშვნელოვანი დაქვეითება,დეპრესია.კონსილიუმის მორიგ დასკვნას უკვე მოჰყვა გამოხმაურებები საკანონმდებლო ორგანოში - ეს არის წამება და არაადამიანური მოპყრობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, პარტია საქართველოსთვის წევრი ანა ბუჩუკურის განცხადებით კი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მმართველ გუნდს