მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა სენატორ მიჩ მაკკონელის აქტიური მხარდაჭერისთვის და აღნიშნა ბოლო წლების განმავლობაში მისი არაერთი ინიციატივა, რომელიც ეხებოდა საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე. მინისტრმა სენატის უმრავლესობის ლიდერს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში არსებული ეკონომიკური გარემოს და მთავრობის რეფორმების პროგრამის შესახებ. გამოითქვა მზადყოფნა ხელი შეეწყოს ეკონომიკის სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის განვითარებას.