საგამოძიებო სამსახურმა ყალბი დოკუმენტებით დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე ორი პირი პასუხისგებაში მისცა

04 აპრილი 2023, 10:03 899 ნახვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჯგუფურად მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე, ორი პირი პასუხისგებაში მისცეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, დაამზადეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რომლითაც თითქოსდა განახორციელეს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ოპერაცია, რა გზითაც, უკანონოდ შეიქმნეს 998 389 ლარის ოდენობის დღგ-ს ყალბი აქტივი, საიდანაც შემდგომ შეეცადნენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 500 000 ლარის დაბრუნებას.

"გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგად, გაუქმებულ იქნა უსაფუძვლოდ შექმნილი დღგ-ს ყალბი აქტივი 998 389 ლარის ოდენობით.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი