„მილანმა“ „ნაპოლი“ მისივე მოედანზე 4:0 დაამარცხა

03 აპრილი 2023, 20:48 555 ნახვა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ შეხვედრებამდე მილანი ნაპოლის ესტუმრა და "სტადიო მარადონაზე" 4:0 დაამარცხა. ლეაომ დუბლი შეასრულა, 1-1 კი დიასმა და სელმაკერსმა გაიტანეს. ნაპოლის 71 ქულა აქვს და მიუხედავად ამ მარცხისა, სერია A-ს მაინც დამაჯერებლად ლიდერობს, რადგან უახლოეს მდევარ ლაციოს 16 ქულით უსწრებს, მილანი 51 ქულით მე-3 ადგილზეა. ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო ტურში 7 აპრილს ლეჩეს ესტუმრება, მერე კი მილანს კიდევ ორჯერ შეხვდება, ამჯერად ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, 12 აპრილს სტუმრად და 18 აპრილს  საკუთარ მოედანზე.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი