ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით,ამ კვირაში, პარასკევს, დაგეგმილია შეხვედრა, რომელზეც რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებულ ტექნიკურ და ინფრასტრუქტურულ საკითხებს განიხილავენ.როგორც ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, გადაწყვეტილება, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო სახელმწიფო კლინიკა იქნება, რომელიც ყველა იმ სტანდარტს უნდა შეესაბამებოდეს, რასაც სახელმწიფო 2025 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართულ ყველა კლინიკას მოსთხოვს, არ შეიცვლება.მან ასევე აღნიშნა რომ ფარმაცევტულ კომპანიებს, რომელთაც 15 მარტიდან ამოქმედებული გადაწყვეტილების თანახმად, მედიკამენტების ბაზა ჯერ კიდევ არ გაუხსნიათ, დღეიდან სანქციები დაუწესდებათ.