პრეზიდენტის ვიზიტი ლიეტუვაში

03 აპრილი 2023, 15:00 642 ნახვა

დროა ალიანსმა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროგრესი დაგვანახოს - საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყნის მომავალი მხოლოდ მის ევროპელ მეგობრებთან ერთადაა. საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობაზე სალომე ზურაბიშვილმა ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტის დროს ისაუბრა.

ლიეტუვის პრეზიდენტთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ასევე თქვა, რომ საქართველომ ალიანსს გასული 20 წლის განმავლობაში ღირსეული და საიმედო პარტნიორობის მრავალი მაგალითი უჩვენა.

ქვეყნის პრეზიდენტმა იმ მიზანზეც ისაუბრა,  რომელის გარშემოც დღეს საქართველოა გაერთიანებული და ეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაა. დიდი დრო დაუთმო  რუსეთ-უკრაინის თემაზე საუბარს.

ასევე თქვა, რომ არავინ უნდა მისცეს რუსეთს ცრუ იმედები, რომ იზოლირებული საქართველო მისი სამიზნე გახდეს. თავის მხრივ ლიეტუვის პრეზიდენტი მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს, სჯერა, რომ მთავრობა ამისთვის შესაბამის რეფორმებს განახორციელებს.

ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტმა ანტაკალნისის სასაფლაოზე პატივი მიაგო ლიეტუვის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს და მათი მემორიალი გვირგვინით შეამკო. 

სალომე ზურაბიშვილმა ასევე პატივი მიაგო და ყვავილების თაიგულით შეამკო ქართველი ოფიცრის, დათიკო მაჭავარიანის საფლავი, რომელიც საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასაცავად იბრძოდა, რუსული ოკუპაციის შემდეგ, ემიგრაციაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი