ვიოლა ფონ კრამონის განცხადებები “ქართული ოცნებისთვის” მიუღებელია

02 აპრილი 2023, 17:30 764 ნახვა

ფონ კრამონი საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობს - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონის საქართველოში ვიზიტი შეაფასა. მისივე თქმით, ფონ კრამონი იმისთვის ჩამოვიდა, რომ დასავლური პოლიტიკის დისკრედიტაცია მოახდინოს.

საწინააღმდეგოს ფიქრობენ ნაციონალური მოძრაობაში. პარტიის თამჯდომარის განცხადებით, ხელისუფლება აკრიტიკებს ევროპელ კოლეგებს, ვინც მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას. თბილისში მყოფი ევროპარლამენტარი ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზეც იმყოფებოდა, რომელმაც ახალგაზრდა ბიჭს სოლიდარობა გამოუცხადა.

ცნობისთვის, გრიგორიადისი 7-9 მარტის აქციების დროს პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებითაა დაკავებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი