საქართველოს კონტაქტური კარატეს ნაკრებმა შვედეთის ქალაქ გიოტებურგში, ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა 4 მედლით დაასრულა.
ლაშა ხაჭაპურიძის შეგირდების ანგარიშზე ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალია.
-75 კგ. წონით კატეგორიაში ქართული ფინალი შედგა. ლაშა ოზბეთელაშვილმა ევროპის ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა, ბათუმელი სპორტსმენი დავით მსხალაძე კი ვერცხლის მედალს დასჯერდა.
-65 კგ. წონით კატეგორიაში კიდევ ერთმა ბათუმელმა კარატისტმა მინდია მგელაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მეორე ბრინჯაოს მედლის მფლობელი ქალთა ერთეულთა თანრიგში -55 კგ. წონით კატეგორიაში თეონა გაზდელიანი გახდა.