ალბანეთში გამართულ ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ირაკლი ვეკუამ 1 ვერცხლის და 2 ოქროს მედალი მოიპოვა. ბოლო საშეჯიბრო დღეს +102 კგ. წონით კატეგორიაში ვეკუამ ატაცში 141 კილოგრამი დააფიქსირა და ვერცხლის მედალი მოიპოვა, აკვრაში მან 179 კილოგრამი დასძლია და ოქროს მედალს დაეუფლა, ხოლო ორჭიდის ჯამში კი 320 კილოგრამი დააგროვა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.
შეგახსენბთ, რომ შეჯიბრზე მანამდე ოქროს მედლის მოპოვება 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ორჭიდის ჯამში 322 კილოგრამით ლევან ოჩიგავამაც შეძლო, ხოლო საბა ადამია (102კგ) და მარიამ მურღვლიანი (81კგ) კი ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ.