12 რეკომენდაციის შესრულება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება - ეს ერთ-ერთ მთავარი საკითხი იყო, რომელიც აქციაზე ''ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმა და მხარდამჭერებმა მოითხოვეს.
ბათუმში მთავრობის სახლთან შეკრებილებმა ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილისა და "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.
აღნიშნული საკითხების მოგვარებას ისინი 9 აპრილს თბილისში ფართომასშტაბიან აქციაზეც მოითხოვენ.