ქედის საკრებულოს სხდომა

01 აპრილი 2023, 11:04 888 ნახვა

ქედის მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის 2022 წლის ანგარიში მოისმინეს დეპუტატებმა საკრებულოს სხდომაზე. ქედის მერმა ისაუბრა გასული წლის მიღწევებსა და პრიორიტეტულ ღონისძიებებზე.

როგორც ითქვა, მერიის მიერ განხორციელდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, განხორციელდა წყალმომარაგებისა და მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები. აშენდა და გარემონტდა სპორტული მოედნები, რეაბილიტირდა ამბულატორიები. 20 ახალი ბინა გადაეცა აგარაში ქვათაცვენის ზონაში მცხოვრებლებს, აშენდა სამი საცხოვრისი „ძველი სახლის ახლით შეცვლის პროგრამით“.

ამოქმედდა სამი ახალი სოციალური პროგრამა. საკრებულოსა და მერიის ანგარიში უარყოფითად შეაფასა ''ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ''. დავით სირაბიძის თქმით, საქმიანობები იყო სუსტი და არ იყო მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული.

ოპოზიციის მიერ დასმულ კითხვებსა და შენიშვნებს კი ქედის მერმა არასწორი უწოდა.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი