ხულოში სოფლის მხარდაჭერის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების შერჩევა დასრულდა. პრიორიტეტები თავად მოსახლეობასთან შეხვედრების საფუძველზე შეირჩა. ადგილობრივების მიერ არჩეული პროექტების ნუსხა საკრებულოს უკვე წარედგინა.
მოსახლეობა წელსაც ძირითადად შიდა გზების მოწესრიგებას, განათებების მოწყობას, ფერდსამაგრ კედლებსა და სანიაღვრე არხების მოწყობას ითხოვს. წელს თვითმმართველობას აჭარის ტრანსფერიდან მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული, რომლებიც 83 სოფელზე გადანაწილდება.
წარმომადგენლობითმა ორგანომ პროექტები უახლოეს ათ დღეში უნდა დაამტკიცოს. ამის შემდეგი ეტაპი კი ტენდერების გამოცხადება და მეწარმეების შერჩევაა.