ბათუმის საკალათბურთო გუნდი სტუმრად „რუსთავთან“ დამარცხდა

31 მარტი 2023, 20:52 580 ნახვა

ბათუმის საკალათბურთო გუნდი საქართველოს სუპერლიგის მორიგ ტურში სტუმრად „რუსთავს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 81:80 დამარცხდა.

შავიზღვისპირელებისგან საუკეთესო 22 ქულით, 7 მოხსნითა და 7 გადაცემით კაილი რიდლი იყო. მასპინძლებს კი 20 ქულით, 4 მოხსნითა და 5 გადაცემით ტრეი კროფტიმ ულიდერა.

ამ დროისთვის ბათუმის საკალათბურთო გუნდი სუპერლიგის სატურნირო ცხრილში, 28 ქულით მე-4 პოზიციაზე იმყოფება.

მომდევნო შეხვედრას ბუბა ბერიშვილის გუნდი, 6 აპრილს შინ „კავკასიას“ წინააღმდეგ გამართავს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში