აჭარის ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია „დიჩინი“ ერთადერთია საქართველოდან, რომელიც წელს ქართულ საბრძოლო ხელოვნებას რომში მსოფლიოს საბრძოლო ხელოვნების ფესტივალზე წარადგენს. 21-24 აპრილს იტალიის დედაქალაქი რომი ტრადიციულ, მსოფლიოს საბრძოლო ხელოვნების ფესტივალს - NATALI DI ROMA-ს მასპინძლობს, სადაც წარმოდგენილი იქნება მსოფლიოს ყველა ქვეყნის საბრძოლო ხელოვნების სკოლა. ფესტივალი რომის დაარსების დღეს, ყოველწლიურად, აპრილში CIRCO MARIMO-ზე იმართება. ნახეთ ჩვენი სიუჟეტი, რომელიც ირაკლი დარცმელიძემ და გიორგი ჯიჯავაძემ მოამზადეს.