7-14 მაისს დოჰაში ძიუდოში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საქართველოს ვაჟთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. ძიუდოისტთა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა გუჯეჯიანმა ძიუდოისტთა გვარები დაასახელა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება: გიორგი სარდალაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი, ტატო გრიგალაშვილი, ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე, ილია სულამანიძე, ვარლამ ლიპარტელიანი, გურამ თუშიშვილი. ინდივიდუალური ტურნირი 7-13 მაისს შედგება, 14-ში კი გუნდური შეჯიბება გაიმართება. შარშან მსოფლიოს ჩემპიონატი ტაშკენტში ჩატარდა და იქ ქართველმა ძიუდოისტებმა 4 მედალი მოიპოვეს. გრიგალაშვილი ჩემპიონი გახდა, ხოლო მაისურაძე, ბექაური და თუშიშვილი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.