კვარაცხელია სერია A-ს მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

30 მარტი 2023, 16:20 965 ნახვა

"ნაპოლის" ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს მარტის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

კვარაცხელიამ ამ წოდებისთვის ბრძოლაში კიმ მინ-ჯეს (ნაპოლი), არმან ლორიენტეს (სასუელო), ადრიენ რაბიოს (იუვენტუსი) და დესტინ უდოგიეს (უდინეზე) აჯობა.

მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატის თვის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა მესამედ დაასახელეს. ქართველმა მარტის თვის გარდა მსგავსი ჯილდო აგვისტოში და თებერვალშიც მიიღო.

კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში 3-ჯერ მოახერხა ამ პრიზის დაუფლება, რაც ამ ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

მიმდინარე სეზონში ხვიჩამ ნეაპოლური გუნდის მაისურით 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მის ანგარიშზე კი 14 გოლი, 14 საგოლე გადაცემა და 4 მოპოვებული პენალტია.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი