სპეცოპერაცია ფონიჭალასა და ლაგოდეხში

30 მარტი 2023, 14:01 573 ნახვა
00:00
00:00

ფონიჭალაში სპეცოპერაციის შედეგად 10-ზე მეტი ნარკორეალიზატორი დააკავეს, მათ შორის არიან ქალებიც.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა აღნიშნა, დღის ბოლომდე დაკავებულთა რაოდენობა, სულ მცირე, გაორმაგდება. 

რამდენიმე სპეცოპერაცია ერთდროულად მიმდინარეობს ქვეყნის მასშტაბით - მათ შორის სოფელ კაბალში, ასევე ფონიჭალაში, სადაც დაკავებულთა სახლების ჩხრეკა მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში