29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიებმა მუშაობა დაიწყეს. ცესკოს ინფრომაციით, შექმნილია 164 საუბნო საარჩევნო კომისია, რომლებიც დღეიდან მათთვის კანონით მინიჭებული ფუნქციების შესრულებას დაიწყებენ.
ამომრჩევლის სიაში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში ცვლილების მოთხოვნა 11 აპრილის ჩათვლით არის შესაძლებელი. ამომრჩეველს შეუძლია ინფორმაცია გადაამოწმოს ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე, ან დარეკოს ნომერზე - 2 51 00 51.
29 აპრილს ამომრჩევლები აირჩევენ საქართველოს პარლამენტის ფოთი - სენაკი - ხობის მაჟორიტარ დეპუტატს, გურჯაანის, თიანეთის, ახალციხის, ტყიბულის, ქუთაისის საკრებულოების მაჟორიტარ დეპუტატებს, ასევე ცაგერისა და თერჯოლის მერებს.