სანდრო მამუკელაშვილმა „სან ანტონიოს" შემადგენლობაში 17 ქულა ჩააგდო

30 მარტი 2023, 09:49 615 ნახვა

სანდრო მამუკელაშვილის  "სან ანტონიო სპურსმა ნაციონალური საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში „იუტა ჯაზს“ უმასპინძლა და 117:128 დამარცხდა. ქართველმა კალათბურთელმა კი მორიგი შედეგიანი მატჩი ჩაატარა. 

სანდრომ 28:42 წუთი ითამაშა, რა დროშიც 17 ქულა, 8 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა მიითვალა. მამუკელაშვილს ქულების მხრივ საკუთარ გუნდში მხოლოდ ბრენჰემიმ აჯობა, რომელმაც შეხვედრა 21 ქულით დაასრულა.

მატჩი ყველაზე შედეგიანი კი „იუტა ჯაზის“ კალათბურთელი ტალენ ჰორტონ-ტაკერი იყო, რომელმაც 41 ქულა, 4 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. 

ამ დროისთვის „სან ანტონიო“ დასავლეთ კონფერენციაში 19 მოგებითა და 57 მარცხით ბოლოსწინა მე-14 ადგილზე იმყოფება და უკვე გადაწყვეტილია, რომ გრეგ პოპოვიჩის გუნდი NBA-ს პლეი ოფში ვეღარ გავა. 

მომდევნო შეხვედრას  მამუკელაშვილის გუნდი 1 აპრილს სტუმრად „გოლდენ სტეიტის“ წინააღმდეგ გამართავს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი