33 წელი საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის დაწყებიდან 

30 მარტი 2023, 13:56 466 ნახვა

1990 წლის 30 მარტს დინამო არენაზე 100 000 მაყურებლის თანდასწრებით გაიმართა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი საფეხბურთო ეროვნული ჩემპიონატის გახსნის ცერემონია და პირველი მატჩი, სადაც ერთმანეთს საქართველოს ორი საუკეთესო კლუბი, თბილისის "იბერია" და ფოთის "კოლხეთი 1913" დაუპირისპირდა. მატჩი ფოთელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

1990 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საბჭოთა კავშირის ფეხბურთის მმართველი ორგანოს შემადგენლობიდან გამოვიდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ქართული კლუბები საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ასპარეზობაზე უარს ამბობდნენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი