სტიქიის შედეგები ბათუმში

29 მარტი 2023, 15:05 1009 ნახვა

გადახდილი სახურავები, მოგლეჯილი ხეები, დაზიანებული  ავტომობილები და ინფრასტრუქტურა – ასეთი შედეგი მოჰყვა ბათუმში ძლიერ  ქარს. სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა დახმარებას და ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.

მრავალწლოვანი ხეები მოგლიჯა ქარმა  ადლიის ქუჩაზეც, რომელიც  ავტომობილს, სახლის რკინის ღობეს და ფანჩატურს დაეცა. ჯაყელების მრავალწევრიანი ოჯახი ზარალის დათვლას და დახმარებას ითხოვს. ადლიის ქუჩაზე ქარმა კიდევ ერთი ოჯახი დააზარალა, გადახდილია სახლის სახურავის ნაწილი და შენობაში ახლა წყალიც ჩადის.

ხეებია მოგლეჯილი  ბავშთა გასართობ მოედანზეც შედეგად კი ინფრასტრუქტურაა დაზიანებული. ქარმა სახურავი გადახადა 27-ე საჯარო  სკოლის შენობის ნაწილს, რის გამოც დარბაზში წყალი ჩადის, სახურავის თუნუქის ნაჭრები ორ ავტომობილს დაეცა.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ქალაქის მასშტაბით გრძელდება სალიკვიდაციო სამუშაოები. დაწყებულია ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული სახურავების ნარჩენებისგან გასუფთავება და მომზადება გადახურვისთვის. 

საგანგებო რეჟიმში მუშაობენ  მერიის სამსახურები. სალიკვიდაციო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი