საფრანგეთში მასობრივი პროტესტი სპეცრაზმმა დაარბია

29 მარტი 2023, 14:30 643 ნახვა

პარიზში საფრანგეთის სპეცრაზმის მიერ  საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ პროტესტის მონაწილეთა დარბევისას ერთ-ერთი მომიტინგე წაიქცა. დაცემის შემდეგ კაცმა გონება დაკარგა და გაუნძრევლად იწვა მიწაზე. თვითმხილველის მიერ გადაღებულ ვიდეოში, ჩანს თუ როგორ ცდილობს რამდენიმე პოლიციელი მის  დახმარებას.   

პოლიცია მომხდარი ინციდენტისა და წაქცეული მომიტინგის  ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარს არ აკეთებს.   შეტაკებები ასევე მოხდა საფრანგეთის  სხვა ქალაქებში, მათ შორის რენში, ბორდოში და ტულუზაშინანტში  ცეცხლი წაუკიდეს ბანკის ფილიალსა და ავტომობილებს. 

იანვრის შუა რიცხვებიდან დღემდე ქვეყნის მასშტაბით პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ  მილიონობით ადამიანი გაერთიანდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი