ზუსტად 20 საათზე დაიწყება საქართველოსა და ნორვეგიას შორის დაპირისპირება. ეს ჩვენი ნაკრებისთვის ჯგუფურ ეტაპზე პირველი შეხვედრაა, ნორვეგიელები კი მეორე შეხვედრას გამართავენ. სტალე სოლბაკენის გუნდმა პირველი შეხვედრა 25 მარტს მალაგაში ესპანეთთან გამართა და 0:3 დამარცხდა. ბუნებრივია მატჩის წინ გულშემატკივრები განსაკუთრებით ემზადებიან.