"დინამო" ბათუმმა მონღოლეთის ნაკრები 6-1 დაამარცხა

28 მარტი 2023, 17:02 1057 ნახვა

"დინამო" ბათუმმა ჯონი ბაკურიძის სახელობის ანგისის საფეხბურთო ბაზაზე ამხანაგურ შეხვედრაში მონღოლეთის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 6-1 დაამარცხა.

ბათუმელებმა პირველი ნახევარი 4-0 მოიგეს. გოლები ბალიჩის,  ჯოვინოს, კონატეს და ზარიას ანგარიშია. მეორე ტაიმში კი "დინამომ" კიდევ ორი გოლის გატანა მოახერხა. თავი კაპანაძემ და ლიტვინენკომ გამოიჩინეს. მეტოქემ კი მეორე ტაიმში პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხა.

შეგახსენებთ, რომ მონღოლეთის ეროვნულმა ნაკრებმა 25 მარტს საქართველოს ნაკრებს ამხანაგურ მატჩში ეთამაშა და ასევე 6-1 დამარცხდა. "დინამო" ბათუმი კი სანაკრებო შეკრების შემდეგ 2 აპრილს შინ წყალტუბოს"სამგურალს" უმასპინძლებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი