სულხან მოლაშვილის ოჯახის აქცია ნორვეგიის საელჩოსთან

28 მარტი 2023, 14:30 632 ნახვა

საქართველოში ნორვეგიის ელჩთან შეხვედრას და მისი მხრიდან პოზიციის დაფიქსირებას ითხოვდნენ საელჩოსთან შეკრებილი, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს დაზარალებულები.

პროტესტის მიზეზი ის ჯილდოა, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში ნორვეგიის „კონსერვატიული პარტიისგან“ მიიღო.

როგორც აქციაზე სულხან მოლაშვილის ძმამ, განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმმა საქართველოში უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ეს ჯილდო უსამართლოა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში