“პარტნიორობა უნარების განვითარებისთვის”-დამსაქმებელთა ასოციაციისა და პროფესიული უნარების სააგენტოს ერთობლივი ღონისძიება. პროექტის მიზანი პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობასა და პოპულარიზაციაა.
ასოცაიციაში აცხადებენ, რომ პროფესიული განათლების სფეროში არსებული სიტუაცია და შეუსაბამო საგანმანათლებლო პროგრამები ვერ პასუხობს შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და გამოწვევებს.
პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი ამბობს, რომ პროფესიული განათლება ახალგაზრდებში არ არის მიმზიდველი, რის გამოც მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარება ფერხდება, რასაც თან ერთვის კადრების სიმცირე და პროფესიონალი კადრების დეფიციტი. ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ პროფსასწავლებლების გააქტიურებისა და კონკრეტული დარგების პოპულარიზაციისთვის აუცილებელია მთავრობისა და ბიზნეს სექტორის ერთობლივი ძალისხმევა.