აჭარის უმაღლეს საბჭოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ევროპის რეგიონთა ინსტიტუტის წარმომადგენლობითი დელეგაცია. აჭარა 2012 წლიდან არის ამ ორგანიზაციის წევრი, ურთიერთობები კი 2020 წლიდან დაიწყო.
ევროპის რეგიონთა ინსტიტუტი 2004 წელს ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში დაარსდა და იგი 23 სახელმწიფოს 130-ზე მეტ რეგიონს აერთიანებს.
როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელი, დოქტორი ფრანს შაუსბერგერგერი აცხადებს, ვიზიტის მიზანია დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირსა და ევროსტრუქტურებში გაწევრიანებაში.
დელეგაცია ბათუმში აჭარის მთავრობას და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობებს შეხვდება.