დღეს, 28 მარტს ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ეროვნული ნაკრები ნორვეგიას დაუპირისპირდება. შეხვედრა 20:00 საათზე ბათუმში დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.
წარსულში ამ ნაკრებებმა ერთმანეთთან სულ სამჯერ ითამაშეს და სამივე შემთხვევაში გამარჯვებული სკანდინავიელები დარჩნენ. დღევანდელ შეხვედრას ლატვიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი მსაჯი ანდრის ტრეიმანისი იქნება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა წელი მონღოლეთის ნაკრებთან ამხანაგური მატჩით დაიწყო, რომელიც ''ჯვაროსნების'' გამარჯვებით 6:1 დასრულდა.