ხვალ 28 მარტს 20:00 საათზე საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი მატჩია. ვილი სანიოლის გუნდი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობას იწყებს. ეროვნული გუნდი ბათუმში ნორვეგიის ნაკრებს უმასპინძლებს. ნორვეგია უდიდესი დანაკლისით ითამაშებს, მათ ერლინგ ჰალანდი ვერ დაეხმარება. თამაშამდე ერთი დღით ადრე საქართველოს ნაკრების ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გურამ კაშიასთან ერთად გამართა. ქართველების შემდეგ პრესკონფერენციაზე ნორვეგიის მთავარი მწვრთნელი სტალე სოლბაკენი და ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ალექსანდერ სორლოტიც იყვნენ და მოახლოებულ მატჩზე ისაუბრეს.