ჩვენი ხალხის შეურაცხყოფაა, რომ მკვლელი სისტემის შემოქმედი სააკაშვილი ნორვეგიის ერთ-ერთმა ორგანიზაციამ ადამიანის უფლებების დაცვისთვის დააჯილდოვა - პრემიერი

27 მარტი 2023, 12:31 542 ნახვა

ჩვენი ხალხის რამხელა დაცინვა და შეურაცხყოფაა, რომ მთელ მსოფლიოში ცნობილი ავტორიტარული, თითქმის დიქტატორული ყოფილი მმართველი სააკაშვილი, მჩაგვრელი, მკვლელი სისტემის შემოქმედი დააჯილდოეს ადამიანის უფლებების დარგში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილისთვის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში, ნორვეგიელი პოლიტიკოსის, შურ ლინდერბრექეს სახელობის პრიზის გადაცემას გამოეხმაურა.

პრემიერის თქმით, სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემა იგივეა, რომ რომელიმე ქვეყანამ ბრეივიკი დააჯილდოოს.

"საშინელი, ჯოჯოხეთური რეალობა იყო, რომელიც დაგვხვდა 2012 წელს, როცა ადამიანებს დანაშაულებრივი სისტემა აწამებდა, აუპატიურებდა, ტანჯავდა, კლავდა. წარმოიდგინეთ, ჩვენი ხალხის რამხელა დაცინვა და შეურაცხყოფაა, რომ მთელ მსოფლიოში ცნობილი ავტორიტარული, თითქმის დიქტატორული ყოფილი მმართველი სააკაშვილი, მჩაგვრელი, მკვლელი სისტემის შემოქმედი დააჯილდოეს ადამიანის უფლებების დარგში მიღწეული რაღაც, ეს ხომ დაცინვაა ჩვენი ხალხის, ეს ხომ წარმოუდგენელია. ამიტომ ეს არის დაცინვა ჩვენი ხალხის და ეს არაფერს ნიშნავს. არ მინდა, მძიმე შემთხვევა გავიხსენო, მაგრამ რადგან ნორვეგიის ამ ორგანიზაციებიდან ასეთი დამოკიდებულებაა, ნორვეგიაში გახსოვთ, რომ ბრეივიკმა ძალიან ბევრი ადამიანი დახოცა, დაახლოებით იგივეა, რომ რომელიღაც ქვეყანამ ბრეივიკს მისცეს ეს. იგივეა ჩემთვის, სააკაშვილმა ასობით ადამიანი, ახალგაზრდა ჩახოცა პირდაპირ, აღძრულიც არის და ძალიან ბევრიც არის დაკავებული. მიხეილ სააკაშვილი არის გასამართლებული გირგვლიანის მკვლელობის საქმეში მონაწილეობისთვის, მისი რეჟიმი იყო მკვლელი რეჟიმი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილს ადამიანის უფლებებისთვის და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში პრიზი გადაეცა. დაჯილდოების ცერემონია ნორვეგიაში გაიმართა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში