ესპანეთში ძლიერი ქარის გამო ტყის ხანძარს ვერ აქრობენ

27 მარტი 2023, 10:03 885 ნახვა

ესპანეთში მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძვიან. ვალენსიისა და არაგონის რეგიონებში ცეცხლმა  გაანადგურა 4 ათას  ჰექტარზე მეტი ტყე და აიძულა ათას 700 ადამიანი საცხოვრებელი ადგილები დაეტოვებინა. 

500-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი  20 თვითმფრინავისა და ვერტმფრენის მხარდაჭერით ცდილობს ხანძრის ლოკალიზებას. 

ევროპის სამხრეთ ნაწილებში უჩვეულოდ მშრალი ზამთრის გამო  გასული წლის მსგავსად გამანადგურებელი ტყის ხანძრების გამეორებას  შიშობენ. 

ევროკომისიის სტატისტიკის თანახმად,  გასულ წელს, დაახლოებით 785 ათასი ჰექტარი ტყე განადგურდა ევროპაში.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში