მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა არგენტინის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შემდეგ პირველ მატჩი ჩაატარა. ბუენოს აირესში ამხანაგურ მატჩში პანამას დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა. უგოლო ფრე 78-ე წუთამდე იყო შენარჩუნებული, რის შემდეგაც ნაკრებში თავისი პირველი გოლი გაიტანა „ატლანტა იუნაიტედის“ ნახევარმცველმა ტიაგო ალმადამ. 89-ე წუთზე საჯარიმო დარტყმით მეორე გოლი ლიონელ მესიმ მიითვალა. მესისთვის ეს იყო მე-800 გოლი კარიერაში საკლუბო და სანაკრებო დონეზე. გარდა ამისა, მას ერთი გოლია აკლია იქამდე, რომ არგენტინის ნაკრებში 100 გოლი დაუგროვდეს. შემდეგ ამხანაგურ შეხვედრას არგენტინა კურასაოს ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.