პრემიერ-მინისტრის მოსმენა პარლამენტში - შეფასებები

24 მარტი 2023, 15:00 718 ნახვა

ოპონენტებმა პრემიერის გამოსვლას სამარცხვინო, ანტიდასავლური და ტყუილებით სავსე უწოდეს,  რომლის ტექსტიც, მათი თქმით, მოსკოვში დაიწერა. ოპოზიციის შეფასებით, პრემიერის განცხადებები ქვეყანას ევროპასთან აშორებს. სალომე სამადაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს მოღალატე და დამნაშავე უწოდა.

საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე გააკრიტიკეს ახალგაზრდების მისამართით გაკეთებული განცხადებების გამოც. აღნიშნეს, რომ პრემიერი მოქმედ ხელისუფლებასთან ერთად ყველაფერზე მიდის ძალაუფლების შესანარჩუნებლად. არმაზ ახვლედიანმა დღეს ისაუბრა არჩევნების გზით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან წასვლის აუცილებლობაზე.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი