"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური გაღარიბება დაიწყო - ასე ფასდება მმართველ გუნდში ხატია დეკანოიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, პარტიის დატოვების შესახებ.
დეკანოიძე ადასტურებს გადაწყვეტილებას, თუმცა არ აზუსტებს, როდის მიეცემა ამ ნაბიჯს ოფიციალური სახე. პარლამენტის წევრი ამბობს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რამაც უთანხმოება გამოიწვია, იყო ვანო მერაბიშვილის გააქტიურება.
როგორც ამბობს, არ გეგმავს სხვა პარტიაში გადასვლას, პოლიტიკაში რჩება და პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს საქმიანობას.