დღეს ფიგურული ციგურაობის მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველებმა იასპარეზეს

23 მარტი 2023, 20:42 520 ნახვა

იაპონიის ქალაქ საიტამაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიგურულ სრიალში კაცთა მოკლე პროგრამა დასრულდა. ყვითელაშვილი 21-ე ადგილზე გავიდა 73.05 ქულით, საუკეთესო კი იაპონელი შომა უნო იყო 104.63 ქულით. კაცები თავისუფალ პროგრამას 25 მარტს შეასრულებენ, ყვითელაშვილი კი ყინულზე პირველივე ჯგუფში მე-4 ნომრად გავა. ხოლო ნიკა ეგაძე 29-ე იყო და იმ 24 მოციგურავეს შორის ვერ მოხვდა, რომლებმაც თავისუფალი პროგრამის შესრულების უფლება მოიპოვეს, მან 65.17 ქულა მოაგროვა. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა უკვე დაასრულა ქართულმა სპორტულმა წყვილმა კარინა საფინასა და ლუკა ბერულავას შემადგენლობით, რომლებმაც 146.99 ქულა მოაგროვეს და მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-19 ადგილი დაიკავეს, ხვალ კი, თავისუფალ პროგრამას ევროპის მოქმედი ჩემპიონი ანასტასია გუბანოვა შეასრულებს. ის მოკლე პროგრამის შემდეგ, მე-11 ადგილზე იმყოფება. 24 მარტსვე საქმეში ყინულზე მოცეკვავე წყვილებიც ჩაებმებიან და მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას გამოსვლასაც ვიხილავთ.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი