უკრაინის სამხრეთ ქალაქ ზაპორიჟიეში საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ბრიგადები სარაკეტო იერიშების შემდეგ საცხოვრებელ კორპუსებში გაჩენილ ხანძარს ებრძოდნენ, რომლის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი და დაშავდა 33 ადამიანი.
უკრაინის პოლიციის მიერ გამოქვეყნებულ კამერის კადრებში ჩანს თუ, როგორ ამოჰყავთ მაშველებს ნანგრევებიდან დაღუპულთა ცხედრები და დაშავებულებს პირველად დახმარებას უწევენ. ტელეგრამ- არხზე უკრაინის პრეზიდენტმა დაწერა, რომ რუსეთი „ქალაქს ცხოველური სისასტიკით ურტყამს“.
რუსეთმა უკრაინაში ირანული წარმოების კამიკაძე დრონები ღამით გაუშვა, რის შედეგადაც კიევის ოლქში ორი საერთო საცხოვრებლის დაბომბვის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა.