მასწავლებლების გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო და 3 აპრილამდე გაგრძელდება.გამოცდები ჩატარდება როგორც საგნობრივი, ასევე სტატუსის ასამაღლებლად. გამოცდაზე რამდენიმე ცვლილება იქნება. პროფესიული უნარების გამოცდის დრო გაიზარდა, მასალა კი შემცირდა. სწორედ ამასთან დაკავშირებით ჰქონდათ მასწავლებლებს შენიშვნები გასულ წელს. გარდა ამისა ცვლილებები შევიდა პედაგოგთა კარიერული წინსვლის სქემაშიც.