21 მარტი მეთოჯინის საერთაშორისო დღეა. თარიღთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა ხელვაჩაურის კულტურის ცენტრთან არსებული თოჯინების თეატრში. თეატრი 34 წელია არსებობს, რეპერტუარში 5 მოქმედი სპექტაკლია და ამ ეტაპისთვისაც დასი პრემიერისთვის ემზადება. 27 მარტს ისინი მაყურებელს ახალ სპექტაკლს წარუდგენენ. მეთოჯინის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მსახიობებსა და რეჟისორს მერიის წარმომადგენლები შეხვდნენ. პროფესიული დღე მიულოცეს, აქტიური და წარმატებული მუშაობისთვის კი მადლობის სიგელი გადასცეს.