პარლამენტმა ლევან იოსელიანის ადგილმონაცვლედ ქეთევან თურაზაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

21 მარტი 2023, 17:22 714 ნახვა

საქართველოს პარლამენტში ლევან იოსელიანი „მოქალაქეები“ პარტიული სიის მესამე ნომერმა, ქეთი თურაზაშვილმა შეცვალა.

პლენარულ სხდომაზე კენჭი უყარეს დადგენილების პროექტს პარლამენტის გამოკლებული წევრის, ლევან იოსელიანის ადგილმონაცვლის, ქეთევან თურაზაშვილის უფლებამოსილების ცნობის შესახებ და 79 ხმით დაამტკიცეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ თურაზაშვილს წარმატებული საქმიანობა უსურვა.

პარლამენტმა სახალხო დამცველად ლევან იოსელიანი 7 მარტს აირჩია. რეგლამენტის თანახმად, სახალხო დამცველის თანამდებობაზე არჩევისთანავე ლევან იოსელიანმა პარტიული და საპარლამენტო თანამდებობები დატოვა. შესაბამისად, ვაკანტური ხდება პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობაც, რომელსაც, რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტში მყოფი ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი დაიკავებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი