აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 35%-ით ზრდაზე ისაუბრა თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე. მისი თქმით, 2022 წლის წინასწარი მონაცემებით, აჭარაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 116.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. დასაქმების მაჩვენებლის 8 პროცენტიან ზრდაზეც გაამახვილა ყურადღება.
აღნიშნა, რომ აჭარა მზადაა უმასპინძლოს მსოფლიო დონის ღონისძიებებს. რეგიონის პირველმა პირმა დაგეგმილ სხვა სიახლეებზეც ისაუბრა.