გვქონდა ნაყოფიერი კონსულტაციები საქართველოსთან და მოლდოვასთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე, ეს ძალისხმევა უფრო ინტენსიურ სახეს მიიღებს - ევროკავშირი

21 მარტი 2023, 11:08 458 ნახვა

ევროკავშირმა თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის სამოქმედო გეგმის, „სტრატეგიული კომპასის“ შესრულების შესახებ წლიური ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტში აღმოსავლეთ პარტნიორებთან, მათ შორის საქართველოსთან თანამშრომლობის შესახებაც არის საუბარი.

ანგარიშის თანახმად, უკრაინისთვის, საქართველოსთვის და მოლდოვისთვის მინიჭებული ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ევროპული პერსპექტივა უზრუნველყოფს მყარ საფუძველს თანამშრომლობის დღის წესრიგის გასაღრმავებლად.

„ჩვენ ერთგულება აღმოსავლეთ პარტნიორების მიმართ, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, კიდევ უფრო გაძლიერდა. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ევროპული პერსპექტივა უზრუნველყოფს მყარ საფუძველს ჩვენი თანამშრომლობის დღის წესრიგის გასაღრმავებლად. ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა უკრაინის მხარდასაჭერად მათი ინსტრუმენტების მთელი სპექტრის მობილიზება მოახდინეს, რამაც 2023 წლის თებერვლის მონაცემებით, შეადგინა სულ მცირე 67 მილიარდი ევრო სამხედრო, ფინანსური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის სახით. ჩვენ გვქონდა ნაყოფიერი დიალოგი და კონსულტაციები საქართველოსთან და მოლდოვასთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებზე და ორივე ქვეყანას აღმოვუჩინეთ კონკრეტული მხარდაჭერა ევროპის მშვიდობის ფონდის და სხვა ინსტრუმენტების საშუალებით, რაც მიზნად ისახავს მათი მდგრადობის გაძლიერებას, როგორიცაა ჰიბრიდული საფრთხეების კვლევა. ეს ძალისხმევა უფრო ინტენსიურ სახეს მიიღებს მომავალ თვეებში“, – ნათქვამია ევროკავშირის ანგარიშში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი